Express News

"კაზანტიპის" ვიზის მისაღებად რიგები არ წყდება



შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი "კაზანტიპი" დღეს, 21:00 საათზე გაიხსნება. 

ანაკლიაში, კაზანტიპის ფესტივალზე დასასწრებად 21 465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. უფასო რეგისტრაციის პროცესი 15 აგვისტოს დასრულდა და დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"კაზანტიპის" სტუმართა საერთო რაოდენობას ფესტივალის ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ და საიდუმლოდ ტოვებენ, თუმცა დაზუსტებით ამბობენ, რომ ანაკლიაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩამოვა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 200-მდე უცხოელი შემსრულებელი ჩამოდის. 

ამ ეტაპზე დასრულებულია ყველა იმ სცენის მშენებლობა, საიდანაც მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი და Dj მსმენელის წინაშე წარსდგება. ჩამოტანილი და დამონტაჟებულია ასეულობით ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკაც.

კაზანტიპის მთავრობაში არ აკონკრეტებენ რა უჯდებათ უცხოელი მუსიკოსების ფესტივალზე ჩამოყვანა და ამბობენ, რომ საუბარი რამდენიმე მილიონ დოლარს ეხება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ "კაზანტიპისთვის" ანაკლია ერთჯერადი ლოკაცია არ იქნება. "კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება სწორედ ანაკლიაშია დაგეგმილი.

ანაკლიაში ფესტივალის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ცნობილი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, გადაღებულია რამდენიმე სარეკლამო კლიპიც, სადაც ფესტივალის ორგანიზატორები ტურისტებს საქართველოს შესახებ მოუთხრობენ და ფესტივალზე ეპატიჟებიან.

ფესტივალის ჩატარებას ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა მიესალმება. ისინი აცხადებენ, რომ ფესტივალზე ტურისტების ჩამოსვლა რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

ფესტივალს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომელთა შორის ძირითადად სასულიერო პირები არიან. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ფესტივალზე არ წავიდნენ და ამბობენ, რომ "კააზნტიპი" გარყვნილებაა. 

"კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა 14 აგვისტოს ანაკლიაში გამართა. დღეს კი ფესტივალის წინააღმდეგ აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს.

http://commersant.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT