Express News

გიორგი გაბედავამ “მე რეპორტიორის” ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა- “ისე ეს უკნიდან შესამოწმებელი იქნება”



ყველა იქ მყოფის გასაგონად უპაუსხა გაბედავას – “ბიჭო ეს უკნიდანაც გახვრეტილი იქნება”. რასაც მოყვა გიორგი გაბედავას მხრიდან ხმამაღალი დაცინვა.
მე, თავი ვეღარ შევიკავე და გაბრაზებულმა მათ ვკითხე – როგორ ფიქრობდნენ იყო თუ არა ეს ის ქრისტიანული საქციელი რაზეც თავად თავს დებდნენ. პასუხად კი გიორგი გაბედავამ მომიგო “დიახ, შე სექტანტო, შედი შიგნით და ოლეგი ძია გადაიღე” . ბატონი ოლეგი დიდუბეში პროტესტანტული ეკლესიის პასტორია.
ამის შემდეგ, მე მათ თავხედები და უზრდელები ვუწოდე, რაზეც გიორგი გაბედავამ და მისმა თანამოაზრეებმა პროვოკატორი მიწოდეს და თან დააყოლეს – “ისე ეს უკნიდან შესამოწმებელი იქნება”. ამ ყოველივეს ხედავდნენ პატრულის თანამშრომლებიც. ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და მითხრა “შვილო, ამას თავი დაანებე კაი კაცი, რომ ყოფილიყო ციხეში კი არ იჯდებოდა”. ამ დროს ჩემთან მოვიდა „იმედის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთხოვა, რომ დავმშვიდებულიყავი და შევსულიყავი ეკლესიის ტერიტორიაზე. “ , – წერს ამალია ამბარცუმიანი .
“მე რეპორტიორი” თხოვნით მიმართავს შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს , რომ აღნიშნულ ფაქტზე კანონის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება.

ireporter.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT