Express News

სკანდალი-„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ირაკლი გოგოხია მეგობრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორთან, ზაზა გოროზიასთან და „ფულს ერთად შოულობდნენ თაღლითური გზით“


სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელმა, თენგიზ ჯგუშიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ირაკლი გოგოხია ამომრჩევლების მოტყუებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გოგოხია მეგობრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორთან, ზაზა გოროზიასთან და „ფულს ერთად შოულობდნენ თაღლითური გზით“. თენგიზ ჯგუშიას განცხადებით, მერობის კანდიდატი ატყუებს საზოგადოებას, როცა ამბობს, რომ 2010 წელს ბიზნესზე ზეწოლის მიზეზით მიზანმიმართულად დააკავა ყოფილმა საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ. „იყო ერთი ასეთი ფირმა „აგრი-ჯორჯია“, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ჰქონდა საწვავი. ამ ყველაფერს კრიშობდა ყოფილი გუბერნატორი, ნაციონალი გოროზია, რომელთანაც ძმაკაცობდა გოგოხია და მისი ჯგუფი. „აგრი-ჯორჯიასთვის“ განკუთვნილ საწვავს ისინი იპარავდნენ და ასხამდნენ „რომ პეტროლში“, რომელსაც მაშინ ფლობდა გოგოხია და მისი გუნდი. ის ყალბი დოკუმენტაციის დამზადებით იპარავდა ზუგდიდელების და ბიუჯეტის ფულს“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ დღეს, 6 მაისს მოძრაობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე.  

თენგიზ ჯგუშიას ბრელდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ირაკლი გოგოხიამ. „თუ როგორი პიროვნება ვარ და რას ფიქრობს ჩემზე ხალხი, გამოჩნდება 15 მაისს, კენჭის ყრის დღეს“.

ირაკლი გოგოხია 2010 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210-ე მუხლით გაასამართლეს, რაც თაღლითობას და ყალბის დოკუმენტების დამზადებას გულისხმობდა და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს.

მერობის კანსდიდატმა მის ბრალდებაზე „ლაივპრესის“ კითხვებს, პრემიერ-მინისტრის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენის მეორე დღეს უპასუხა.

მერობის კანდიდატმა ონლაინგამოცემას უთხრა, რომ მისი დაკავება ბიზნესზე ზეწოლის მიზეზით, ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაის კაბინეტში დაიგეგმა.

დღეს „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. „ლაივპრესის“ კითხვაზე, რატომ არ დაუჭირა მხარი თენგიზ ჯგუშიამ 2002 წელს პარლამენტში კანონპროექტს მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შესახებ, თენგიზ ჯგუშიამ განაცხადა: „მე როგორც პოლიტიკოსმა კარგად ვიცი, რომელი ავანტურისტული პოლიტიკური ძალის ნაბიჯი ხვალ რას მოუტანს ქვეყანას. დიახ, ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილ საკითხს, ყოველთვის წინააღმდეგ ვაძლევდი ხმას“. მაშინ კანონპროექტის დამტკიცებას 7 დეპუტატის ხმა დააკლდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT