Express News

ჩხოროწყუში 9 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობისთვის 78 წლის მამაკაცი დააკავეს



ჩხოროწყუში 9 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა მეზობელმა, 78 წლის მამაკაცმა. შემთხვევის შემდეგ მოზარდის მშობლები და მამაკაცის ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გოგონას ნათესავები და მეზობლები პროტესტის ნიშნად მივიდნენ მამაკაცის სახლთან და მათი გასახლება მოითხოვეს. მათ ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც პოლიციამ მამაკაცის ოჯახის წევრები სახლიდან გაიყვანა.
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის, ჯუმბერ იზორიას განცხადებით, 78 წლის მამაკაცი დაკავებულია და წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისივე ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს ძიება.

მოზარდის ნათესავების განცხადებით, შემთხვევა დღეს, 4 მაისს ჩხოროწყუში, მიტოვებულ სახლში მოხდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT