Express News

უპრეცედენტო შემთხვევა-პოლიციამ შემოქმედელი მიტროპოლიტი დოღზე არ შეუშვა

უპრეცედენტო შემთხვევა ბახმაროში, სადაც ტრადიციულად ფერიცვალების დღესთან დაკავშირებით დოღი და სახალხო დღესასწაული იმართება, წელს ადგილობრივი ეპარქიის ხელმძღვანელის გარეშე ჩაიარა. პოლიციამ შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსებს კულტურულ და სპორტულ ღონისძებაზე დასწრების უფლება დაგვიანების გამო არ მისცა. ღონისძებაზე დასასწრებად მეუფე იოსები ბახმაროში მდებარე ფერიცვალების ეკლესიაში ჩატარებული სადღესასწაულო წირვის შემდეგ მიემართებოდა, თუმცა ბახმაროში მყოფ დამსვენებლთა განცხადებით ადგილობრივმა პოლიციამ მას გზა გადაუკეტა და სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების უფლება არ მისცა. ადგილობრივების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრადიციული დოღი ადგილობროვ ეპარქიის წარმომადგენლის გარეშე გაიმართა. დამსვენებელთა ინფორმაციით ამ ინციდენტის გამო დღევანდელ ღონისძიებას არც სხვა სასულიერო პირები დასწრებიან.


http://pirveliradio.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT