Express News

„ნაციონალებს“ თანამდებობაზე მუშაობა უნდა აეკრძალოთ“


გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათ ვისაც მაღალი თანამდებობები ეკავათ, არ უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის უფლება. „როგორც გია თორთალაძემ შეიტანა თავის დროზე კანონპროექტი და მერე მიიღეს კიდეც, რომ კომპარტიის მაღალ თანამდებობაზე ნამსახურებ ადამიანებს არ ჰქონდათ პოლიტიკაში, არჩევით თანამდებობაზე და სხვა თანამდებობაზე ყოფნის უფლება, აი ზუსტად ასევე, ამ დანაშაულებების გამო, ანალოგიური კანონია მისაღები. “ნაციონალური მოძრაობის“ მაღალ ჩინოსნებს, მათ ვისაც ეკავათ მაღალი თანამდებობები, არ უნდა ჰქონდეთ არჩევით თანამდებობაზე და აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის უფლება. აი, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა და მოივენებს ხალხი! ყველაფრის მკადრებელ ხალხთან ასე თითის წვერებზე სიარული და ვაიმე, ახლა დემოკრატიული ნორმა არ დავარღვიოთო... ან მაშინ აღიარონ სააკაშვილის დასავლელმა მეგობრებმა, რომ რასაც ის აკეთებდა იყო უკანონობა და დემოკრატიასთან არაფერი ჰქონია საერთო, ან თუ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და დემოკრატიულად ვითარდებოდა საქართველო, მაშინ თორთლაძის კანონით წავიდეთ. სწორედ მათივე კანონებით უნდა მოექცნენ მათ“, - განაცხადა დევდარიანმა „ახალ თაობასთან“ საუბრისას.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT