მეორე წელია გორელი თავისუფალი სტილის
მოჭიდავე, მძიმეწონოსანი გენო
პეტრიაშვილი ახალგაზრდების მსოფლიოს და
ევროპის ჩემპიონატებს იგებს და თან
საკმაოდ დამაჯერებლად!
გენომ დღეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში
დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო მედლამდე ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა. პირველად სძლია პოლონელ კამილ კოსციოლეკს, მეორე წრეში ბულგარელ მარიან ტოდოროვს, ნახევარფინალში ირანელი ამირ ტაჰერი გაუყენა სხვა მისი მეტოქეების გზას და ფინალში 40 წამში „გალახა“ კანადელი ამარ დესი 10:0!
დღესვე საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ სამი წევრი ასპარეზობდა ზაგრებში, მაგრამ სამწუხაროდ მედლამდე ვერცერთი მივიდა.
ბედნიერებაა როცა ასეთი საამაყო ფალავანი ჰყავს ქვეყანას!
გენო პეტრიაშვილი ის იმედია, რომელსაც შეგნებულად და სიამოვნებით შეუძლია
დაეყრდნოს გამარჯვებების მომლოდინე ქართული სპორტის გულშემატკივარი!
http://qartlisport.ge/