რა იყო ნაც-ტერორი?
ტოტალური ტერორი ყველას წინააღმდეგ - ღარიბის თუ მდიდრის, პროფესორის თუ მძღოლის, მასწავლებლის თუ უსწავლელის, წვრილი მეწარმის თუ ბიზნესმენის, ახალგაზრდის, ხნიერის, ქრთველის, არაქართველის, კაცის, ქალის. (ჩამოსათვლელი კიდევ მრავალია)
ტერორი ყველას წინააღმდეგ ნაც-ელიტის გამოკლებით.
და მათ, ფულის ენერგიაში დანთქმულ-გათანგულებს, ეგონათ რომ ყოველთვის თვითონ იქნებოდნენ ძალაუფლებით აღჭურვილები.
მათ დაკარგეს დროის შეგრძნება, იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი წარმავალია წუთისოფელში.
მათ გაიმარადიულეს თავიანთი ყოფა მათსავე წარმოსახვაში.
ეს იყო უსამართლობის ტერორი სამართალზე.
ქოც-ტერორი.
ტერორი ნაც-ელიტის კორუმპირებულ-გასადისტებულთა წინააღმდეგ, მათი საქმეების წინააღმდეგ.
ეს ტერორი კი არა, ეს არის მცდელობა, რომ არ იყოს ის ტერორი, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ.
ამიტომ არიან ახლა ნაცები ასეთი, გაკვირვებულად აღშფოთებულნი.
როგორ, მათ ხომ ეგონათ, რომ მარად ისე იქნებოდა ყველაფერი, როგორც იყო!
მათ არ უნდათ დაინახონ საკუთარი თავი. მათ უნდათ კვლავ თავიანთ წარმოსახვაში დარჩნენ - მარადიულ ძალაუფლებაში და -რატომ გვაღვიძებთ?
ეს არის მათი შფოთვის მიზეზი.
- ნუ გვაღვიძებთ, ჩვენ ისევ იქ გვინდა ყოფნა - ტკბილ და თბილ ჯირკვლის ასიამოვნო მონეტარე გათანგულობაში!
ჯირკვლებო გაღვიძებეთ!
გაიღვიძეთ, ჯირკვლობანა დამთავრდა, ახლა აქ უნდა ტვირთოთ თქვენი საქმეებიდანვე მომდინარე და თქვენთვის მიუჩვეველი მძიმე მაგრამ დამსახურებული ტვირთები.
ამაოდ ძვრებით პოლიტ-დევნილობის ქოლგის ქვეშ.
გაახილეთ თვალი და აღიარეთ ასაღიარებელი.
თემურაზ ბიბილური