ჟურნალისტი ეკატერინე წამალაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ეკა წამალაშვილმა საკუთარ FACEBOOK გვერდზე გაავრცელა. პროკურატურა ჟურნალისტის დაკითხვას ტელეიმედში 2010 წელს გადაცემა "მოდელირებული ქრონიკის" გამო აპირებს.
"მიხარია, რომ ქოცპროკურატურამ დამდო პატივი და გამომიძახა დაკითხვაზე. თემა "იმედის" ცნობილი "მოდელირებული ქრონიკა". გასაგები უნდა იყოს რას ურტიალებენ "ცოცხების" მოდელირებისა და რაფალიანცის ნაციონალების მიერ მოკვლის მოდელირების ავტორების მოჯამაგირეები. სულ გარეკეს ამ საწყლებმა. რაღაცის ნიშანია", - წერს ჟურნალისტი