Express News

სასჯელაღსრულებისა სამინისტრო, გუშინ, გვიან ღამით სასჯელაღსრულებაში პატიმრების ბუნტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, გუშინ, გვიან ღამით სასჯელაღსრულებაში პატიმრების ბუნტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს:


„2014 წლის 22 აგვისტოს ღამით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს სასჯელაღსრულების N მე-6 დაწესებულებაში პატიმრების ბუნტი დაიწყო, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ბუნტის მცდელობას დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია.


22 აგვისტოს, ღამის პირველი საათისთვის N მე-6 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტი მოხდა. ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ,  თანასაკნელების უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.


ეტაპირება მოხდა კანონის ფარგლებში. პატიმრის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების ადმინისტრაცია იღებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პატიმრის გადაყვანა მიზნად  ისახავდა  სიტუაციის განმუხტვას და როგორც, თავად გადაყვანილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


სიმართლეს არ შეესაბამება ,ასევე, დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. დაწესებულების შიგნით წესრიგს ადმინისტრაცია იცავდა და იცავს, ხოლო დაწესებულების გარეთ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და არეულობის პრევენციისთვის გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია.


გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სამინისტრო ყოველ თავის ქმედებაში ემორჩილება კანონის უზენაესობას და შესაბამისად, კანონის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაქსიმალურად დაცული იყოს" - აღნიშნულია განცხადებაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT