Express News

გია ბარამიძე ''ნაციონალურ მოძრაობას'' ტოვებს?



გაზეთი ''ალია'' სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა გია ბარამიძემ ''ნაციონალური მოძრაობის'' რიგები დატოვოს.
 "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა უკვე დაიწყეს თავის გადარჩენაზე ინდივიდუალურად ზრუნვა, ისინი საერთო გეგმებს აღარ ენდობიან, პოლიტიკური ალღო ჰკარნახობთ, რომ მიშას პარტია საბოლოოდ დასრულდა. სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც "ნაცმოძრაობის" დატოვებას აპირებს, გიორგი ბარამიძეა.მეტიც, ამ ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ბარამიძე არა მხოლოდ მშობლიურ პარტიას ტოვებს, მეტიც, თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლასაც გეგმავს, ოღონდაც გადარჩეს.
წყარო აცხადებს, რომ გია ბარამიძის მთავარი იმედი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილია. რამდენიმე დღის წინ გია ბარამიძე უსუფაშვილს შეხვედრია და კონკრეტული წინადადებები შეუთავაზებია. კერძოდ, ის მზად არის, გამოძიებას მისცეს ჩვენება ზურაბ ჟვანიას მკვლელობის იმ დეტალების შესახებ, რაც მისთვის არის ცნობილი. ასევე, მთავარ პროკურატურას მიაწოდოს "ნაცმოძრაობის" ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერების შესახებ სისხლის სამართლის დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის  არაერთი დანაშაულის მტკიცებულებები. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს, წამებასა და ძალადობრივ დანაშაულებს, ხელისუფლების ყოფილი პირველი პირების მიერ "შავი ფულის" გათეთრებას ოფშორულ ზონებში, რაშიც, სავარაუდოდ, თავად ბარამიძეც მონაწილეობდა, "ნაცმოძრაობის" დაფინანსების უკანონო სქემებსა და კიდევ ბევრ სხვა "ნაცდანაშაულს". ბარამიძეს ისიც უთქვამს უსუფაშვილისთვის, რომ ყველა იმ საქმეზე, რომლებიც მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სამხილების საფუძველზე გაიხსნება, მზად არის, მოწმედაც გამოვიდეს, ოღონდ დახურულ სასამართლო პროცესებზე. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზეც, თუ ის ოდესმე გაიმართება. გარდა ამისა, ბარამიძე მზად ყოფილა, დემონსტრაციულად დატოვოს "ნაცმოძრაობა".  წყაროს ინფორმაციით, დავით უსუფაშვილს კონკრეტული პასუხი არ გაუცია  ბარამიძისთვის, - '' წერს გაზეთი ''ალია''.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT