Express News

მანანა კობახიძე პარლამენტის ბალანსზე არსებული ავტომანქანების მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებების განხილვისას, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე არსებული ავტომანქანების მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. 
მისი თქმით, ავტომანქანები, რომელიც პარლამენტის ბალანსზეა, მძიმე მდგომარეობაშია და მათ შეკეთებაზე პარლამენტს ხარჯების გაწევა უწევს. 
"ერთ-ერთ მანქანაზე ნაწილია შესაცვლელი. ზუსტად არ ვიცი, საჭის სამართავ მექანიზმზეა საუბარი, რომელიც 13 000 ლარი ჯდება. თუმცა უარი ვთქვით და სხვა ვარიანტზე შევთანხმდით. არც ის ღირს იაფი და 6 000 ლარი ჯდება", - აღნიშნა კობახიძემ. 
ვიცე-სპიკერის შემდეგ თემა პარლამენტის თავმჯდომარემ გააგრძელა. უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატს ბიუროს სხდომაზე განსახილველად პარლამენტის ფინანსური ვალდებულებების შესახებ ანგარიშის მომზადება დაავალა. 
"ეს ნიშნავს იმას, რომ შეგვეძლება გავიაზროთ მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობა, ხარჯები და ამის შემდეგ გადავდგათ ნაბიჯები. რაც მეტი ძველია ავტომობილი, მით მეტი სჭირდება. თუმცა ზოგჯერ ძველი უკეთ მუშაობს. მაგალითად, ჩემი მანქანის ერთ ფარს 7 000 დოლარი უნდა. ავტოავარიებმა არ იცის ძველი და არც ახალი", - განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT