"უგულავა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილსა და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორ ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. კერძოდ, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანია„"ექსიმუს ჰოლდინგიდან", რომლის დირექტორიც არის ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია "ბრუქთრეიდის" ანგარიშზე, საიდანაც თანხა მიდიოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა მისი კონვერტაცია და გადასცემდნენ გიორგი ღონიაშვილს.
ოფშორული კომპანიიდან საქართველოში ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1.500.000 აშშ დოლარი", - ეს არის იმ ბრალდების შინაარსი, რომლის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. "ნაცმოძრაობა" ამას პოლიტიკურ დევნად აფასებს... უგულავას ბრალეულობის მტკიცებულებებზე კი ლაპარაკობს ამ საქმეში მთავარი მოწმე, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე:
- სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დიდი ხანია ელოდა.
- ამ საქმეში თქვენ გარდა, კიდევ თუ არიან მოწმეები?
- არიან. პროკურატურის მიერ გავრცელებულ იმ ვიდეოჩანაწერებშიც ჩანან ის პირები, რომლებიც ჩემი და ღონიაშვილის შეხვედრას ესწრებოდნენ. მათ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს, ესწრებოდნენ თანხის გადაცემასაც.
- ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე გადმორიცხული თანხის რა ნაწილი მივიდა წინასაარჩევნოდ "ნაცმოძრაობამდე"?
- მილიონ-ნახევარზე გამაფორმებინეს ფიქციური ხელშეკრულება, 760 ათასი დოლარი "ნაციონალურ მოძრაობამდე" მივიდა. დანარჩენის მიტანა ღონიაშვილს აღარ დასცალდა, სწორედ ამ თანხით დააკავეს.
- ამგვარი სქემებით ქვეყანაში ფულის ლეგალიზება სხვა ბიზნესმენთა საშუალებითაც ხომ არ სცადეს?
- ბიზნესმენების გვარ-სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიცი, რომ "ნაცმოძრაობამ" რამდენიმე მათგანს იგივე შესთავაზა.
- ამ საქმეზე უშუალოდ გიგი უგულავასთან თუ გქონდათ ურთიერთობა?
- დიახ, 30 ივნისს, როდესაც უკვე გადმორიცხული იყო 600.000 დოლარი, მე და ის კალათბურთის მატჩზე ვიყავით. უგულავა ჩემი მადლიერი იყო და ყველანაირად გვერდში დგომა აღმითქვა. ამ დროს უკვე ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან, თითქმის თვე-ნახევარი იყო გასული, რაც ეს ოპერაცია მიმდინარეობდა.
- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს, აზერბაიჯანიდან დიდი ოდენობით თანხა შემოჰქონდათ. თუ იცით რაიმე ამის თაობაზე?
- როგორც კი ეგ ამბავი შევიტყვე, აზერბაიჯანში დავუკავშირდი მეგობრებს, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ ნადირაშვილი და ჯაფარიძე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულ

ის გამო რამდენიმე საათით დააკავეს. როგორც ვიცი, ეს დაადასტურა საბაჟოს უფროსმაც. რა სქემით აღმოჩნდა ეს ფული ნადირაშვილისა და ჯაფარიძის ხელში, არ ვიცი.
- ვარაუდობენ, რომ ესეც დავით კეზერაშვილის ფული იყო...
- არა მგონია. კეზერაშვილი ამათ აღარაფერს გადმოურიცხავდა, ის მომხდარით და მათი დანაშაულებრივი სქემის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შოკირებული იყო. მას თავისი პრობლემები აქვს, იძებნება. ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთ საქმეში გამოაშკარავდა მისი ბრალეულობა...
- სხვა პროცესებისგან განსხვავებით, ამჯერად სასამართლომ უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. როგორ ფიქრობთ, ეს კარგად დასაბუთებული ბრალდების შედეგია?
- დიახ, პროკურატურას ხელთ ჰქონდა ეს ფიქციური ხელშეკრულება, რასაც უშუალოდ კეზერაშვილის ლატარიის კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე გოგოხია აწერს ხელს. ფიქციური ხელშეკრულებით თანხების გადმორიცხვის ფაქტებს ვერსად გაექცევიან. გარდა ამისა, საქმეშია ჩემი და ღონიაშვილის შეხვედრებისა და საუბრების ვიდეოჩანაწერები. ღონიაშვილი მთელ სქემას შიფრავს, ამბობს, ფულს კეზერაშვილი გვირიცხავსო; არაერთხელ ახსენებს უგულავასაც, იმეორებს, რომ გიგი დაუკავშირდა კეზერაშვილს და ა.შ. ამ მტკიცებულებებს ემატება ასევე გიგი უგულავას მიერ ღონიაშვილთან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ის ყოველი გადმორიცხვის წინ იწყებდა გამოკითხვას, რა ხდება, გადმოირიცხა თანხა თუ არაო; ერთგან ღონიაშვილს ეუბნება, ფული ოფისში მიშასთან მიიტანეო და ა.შ. რაც გასაჯაროვდა, ძალიან მცირე ნაწილია ვიდეოჩანაწერებისა, მასალა უზარმაზარი და გაცილებით საინტერესოა.
- განაცხადეთ, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ უგულავა გემუქრებოდათ.
- იყო მუქარა, მაგრამ არ ვიტყვი, რა ფორმისა და სახის. არ მინდა ჩემი ოჯახის წევრები ვანერვიულო. ეს უცხოეთში მოხდა და ჩამოსვლისთანავე ამის თაობაზეც მასალები გამოძიებას გადავეცი. უგულავა პირადად არ დამლაპარაკებია, მუქარა მისი სახელით შემომითვალეს. წარმოიდგინეთ, "ნაცმოძრაობამ" რამდენი მოქალაქე დააზარალა, რამდენი გადააქცია ჭირისუფლად, დღეს კი ისევ გამოდიან და ცინიკურ განცხადებებს აკეთებენ, დასცინიან ხალხს. წარმომიდგენია, ყველა როგორ ელოდებოდა სასამართლო სხდომის დასასრულს, მანამდე არაერთი პროცესი გაიმართა, მაგრამ უგულავას დაკავება ვერ მოხერხდა. ესეც კუბლაშვილის დამსახურება იყო.
ახლა სამართალდამცველებს იმდენად უტყუარი არგუმენტები აქვთ, მოსამართლე ვერაფერს გახდა. "ნაციონალებმა" სცადეს სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლა, უგულავას დაკავება გააპროტესტეს. უგულავა თუ ქვეყნიდან გაქცევისას დააკავეს, ჩემი მეგობრის ძმა, 25 წლის ბიჭი, რომელიც პატრულს არ დაემორჩილა, ჩაცხრილეს. ამ რამდენიმე ხნის წინ ყოფილმა პარლამენტარმა თემურ ჩარკვიანმა თავი რომ მოიკლა, ესეც "ნაციონალების" კისერზეა, სადამდე მიიყვანეს ხალხი! მაგათ ჭკუა რომ ჰქონდეთ, თავისი ფეხით წავიდოდნენ ციხეში, რადგან გამწარებულ ადამიანს შეიძლება ერთ დღეს გონება გადაეკეტოს და პირდაპირ ქუჩაში გაუსწოროს ანგარიში.
ჩამივარდა შანსი, რომ ესენი ცხელ, დღევანდელ დანაშაულზე მემხილებინა და არ გავუშვი ხელიდან.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე