Express News

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება "ეს იყო მიზანმიმართული კამპანია,-პრემიერი



პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.
„ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრემიერს განუმარტა, ამ თემაზე განცხადება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა.
„ელექტროენერგიის ტარიფს ზრდა არ ემუქრება და შენარჩუნდება ის ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT