„ამ შეკრებაზე ჯერ ერთი მოტივით და მერე მეორე მოტივით უგულავა არ გამოუშვეს, ისევე როგორც მურთაზ ზოდელავა უნდა ჩამოსულიყო აქ. ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პატიოსანი სამოქალაქო მოხელე, რომელიც ჩვენ გვყავდა და ასევე სრულიად მოგონილი საბაბით ის შეაჩერეს და არ მისცეს საშუალება აქ, ჩვენტან ჩამოსვლის. თქვენ ნახეთ წინა დღეებში ის ინსიმუაციები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს დეპუტატებს აზერბაიჯანში, რამაც გამოიწვია ძალიან უარყოფითი რეაქცია, მათ შორის ჩვენი მეგობრების და პარტნიორების. აქ მარტო საქართველოს საკითხი არ არის, ამიტომაც მინდა ვილაპარაკო, აქ არის საკითხი ჩვენი ურთიერთობების ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში, აზერბაიჯანში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იგივე თვითმმართველობის კონგრესთან, რომელიც იმართებოდა მოლდოვაში და მოლდოველ მეგობრებთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენთვის ყველასთვის სავალალოდ საქართველო გამოიყუირება ცუდად და არამხოლოდ საქართველოს მთავრობა. ასე არავინ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში დიდი ხანია აღარ მოქმედებს უკვე. პოლიტიკური პროცესი ეს არის პოლიტიკური პროცესი. რა თქმ უნდა კანონის ზემოთ არავინ არ დგას და არ ვიდგებით, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით ყველგან არის ძალიან მოკლევადიანი და მთავრდება ძალიან ცუდად და ჩვენ არ გვჭირდება ახლა საქართველოში ექსცესები და შემდგომი გართულებები, ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა. ბევრი ობიექტური და ძალიან სუბიექტური გარემოებების გამო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრისას კიევში. მისივე ტქმით, ეს ყველაფერი მალევე გაივლის და ეს ყველაფერი ცუდად დაუმტავრდებათ იმათ, ვინც ამას აკეტებს. ტუმცა, როგორც სააკაშვილი ამბობს, მას არ უნდა რომ ცუდად დამტავრებას გადაჰყვეს ქვეყნის ინტერესები. „უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდები და მობუილიზებულები და ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მარტო ეს მანიპულატორები და ასეთი ქმედებების დამგეგმავები და ჩამდენები“, - აცხადებს სააკაშვილი. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მან ზუსტად იცის, რომ უგულავას არასდროს გასჩენია სადმე დარჩენის სურვილი „და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი ასეთი დაკავებით რაღაც პოლიტიკური პროცესი ჩაიშლება, ან თუნდაც ერთ ადამიანზე გიგიზე ან ცემზე დგას დიდი იდეა და მოძრაობა, ვფიქრობ ეს არის მდარე და არასწორი აზროვნება“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, განცხადება, რომლის ვიდეო ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში შეგიძლიათ იხილოთ, ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში, თანაპარტიელებთან შეხვედრისას გააკეთა.