Express News

ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებლებზე მგზავრობის ტარიფი გაიზარდა


ზუგდიდისა და ოზურგეთის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებლებზე მგზავრობის ტარიფი გაიზარდა. 

როგორც "აქცენტს" საქართველოს რკინიგზაში განუმარტეს, აღნიშნულის მიზეზი ძველი ვაგონების მოდერნიზებული პლაცკარტის, კუპირებული და რბილი - სვ ტიპის საკლასო ვაგონებით ჩანაცვლება გახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე პლაცკარტის ტიპის ვაგონზე ტარიფი - 7.50 ლარის ოდენობით განისაზღვრა, კუპეზე - 18 ლარით, ხოლო რბილი (სვ) – 25 ლარი ღირს.

"2014 წლის 8 აპრილიდან ვადის გასვლის გამო, ღამის ზუგდიდის და ოზურგეთის სამგზავრო შემადგენლობებიდან ექსპლოატაციიდან იქნა ამოღებული არამოდერნიზირებული პლაცკარტის (მწვანე) ტიპის ვაგონები და ნაწილობრივ კუპეს (მწვანე) და რბილი - სვ (მწვანე) ტიპის ვაგონები, ხოლო მათ ნაცვლად ჩაენაცვლა მოდერნიზებული პლაცკარტის, კუპირებული და რბილი - სვ ტიპის საკლასო ვაგონები. აღნიშნული ვაგონები ბევრად უფრო კომფორტულია, როგორც ვიზუალურად, ასევე სანიტარულ - ჰიგიენური კუთხით, გაუმჯობესებული კონდიცირების და გათბობის სისტემებით. კუპირებულ და რბილი - სვ ტიპის ვაგონებში დამონტაჟებულია ტელევიზორები. აღნიშნულიდან გამომდინარე პლაცკარტის ტიპის ვაგონზე ტარიფი განისაზღვრა - 7.50 ლარის ოდენობით, კუპეზე - 18 ლარი, ხოლო რბილი (სვ) – 25 ლარი. ამასთანავე მსვლელობაში ისევ რჩება ღამის არამოდერნიზებული (მწვანე) კუპე ვაგონები, რომელის ღირებულებაც 11 ლარს შეადგენს", - განუცხადეს "აქცენტს" საქართველოს რკინიგზაში. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT