ფსიქოლოგიური მიმართულებით გადამზადებული მანდატურების შიდა ტესტირება ივლისის ბოლოს გაიმართება. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს მანდატურები ახალი ფუნქციებით დაუბრუნდებიან. ისინი მოსწავლეებს დააკვირდებიან და პრობლემურ ბავშვებს ფსიქოლოგებთან მხოლოდ მშობლების თანხმობის შემდეგ გადაამისამართებენ. აჭარის მასშტაბით სულ 82 მანდატური თბილისიდან მოწვეულმა ტრენერებმა გადაამზადეს. სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.