Express News

ნოდარ ხადური მზად არის, დეპუტატების ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილოს


ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მზად არის, დეპუტატების ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული საკითხი პარლამენტის შესაბამის სამსახურთან ერთად განიხილოს. როგორც ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამინისტრო პარლამენტარების არგუმენტებს მოისმენს და საკითხის განხილვაც შემდეგ დაიწყება.
"ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო მზად ვართ, პარლამენტის შესაბამის სამსახურთან ერთად შევიმუშაოთ ეს საკითხი და ვნახოთ. გვექნება ჩვენი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრმა.
ხელფასების მომატების საკითხი უმრავლეობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინ, რიგგარეშე სესიაზე დააყენა. დეპუტატის თქმით, მათი ხელფასი საკმარისი არ არის და ის რიგ სამინისტროებში დეპარტამენტების ხელმძღვანელების ანაზღაურებასაც ჩამოუვარდება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT