Express News

რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები?



 შსს-ს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებათა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების საფასური განსაზღვრა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის. სწორედ 2020 წლის 1 სექტემბრამდე რჩება მოხმარებაში ძველი სანომრე ნიშნები.
   მომსახურების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, უცვლელი რჩება სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღებისათვის, ასევე დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნების აღდგენისთვის განსაზღვრული საფასური და კვლავ 35 ლარს შეადგენს. თუმცა, მძღოლებს, რომლებიც უპირატესობას ე.წ. პრესტიჟულ ნომრებს ანიჭებენ, ასეთი სანომრე ნიშნების შეძენა უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე აქამდე არსებული დიზაინის პრესტიჟული ნომრებისთვის იხდიდნენ. 
   მაგალითად, დღეს მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო ერთნაირია, ხოლო ციფრების კომბინაციაა - 111-დან 999-ის ჩათვლით (მაგ:BBB - 333), 800 ლარი ღირს. ახალი დიზიანის სანომრე ნიშნების შემთხვევაში კი, როცა სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო იდენტურია, იდენტური ციფრებით (მაგ: BB – 333 - BB) ფასი 1000 ლარი იქნება. ასევე დღეს 400 ლარი ღირს სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 100-დან 900-ის ჩათვლით (მაგ:NNN - 400), პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, სანომრე ნიშანი, მაგ: NN – 400 – NN, 600 ეღირება.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, "პრესტიჟული" ნომრების საფასურები შემდეგნაირად განისაზღვრა: ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო იდენტურია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: AA – 111 – AA ) - 1000 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: BB – 002 - BB) - 800 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: CC – 300 - CC ) - 600 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია იდენტური, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: GT – 444 – TT ) - 800 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: YU – 005  YY) - 600 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: WW – 600  PW ) - 400 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში იდენტური წყვილის მქონე, ორი არაიდენტური ლათუნური ასოსგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: SO – 777 – SO) - 800 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: NN – 008  MM) - 600 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: DF – 900  FD ) - 400 ლარი;


ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია იდენტური, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: RR – 111 – PO ) - 700 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: TU – 002  KU) - 500 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: EI – 300  LL ) - 300 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო არაიდენტურია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: NJ – 444 – HZ ) - 250 ლარი;
► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: VX – 005  MW) - 200 ლარი;
► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: QR – 600  FD ) - 150 ლარი;

► კვლავ 10-ათასი ლარი ეღირება სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტი პირისათვის სასურველ ასოთა ან ციფრთა კომბინაციისაგან შედგება – მაგალითად, GEORGI – 1;
   არსებულთან შედარებით, ზოგიერთ შემთხვევაში, 50-100 ლარის ფარგლებში მეტი იქნება ავტომობილის ისეთი სარეგისტრაციო ნომრები, რომლის სერია და ნომერი პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციით არის შედგენილი.
კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ისეთ შემთხვევაში, თუ სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო იდენტურია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DD – 707 - DD) საფასური 450 ლარია (დღეს არსებული დიზაინის შესაბამისად, პირის სურვილისამებრ შედგენილი ასეთი ტიპის სანომრე ნიშანი 350 ლარი ღირს);
   ასევე პირის სურვილის გათვალისწინებით შერჩეულ ლათინურ ასოთა და ციფრთა კომბინაციით, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია იდენტური, ხოლო ნომერი სამი ციფრის კომბინაციისგან შედგება, ის 350 ლარი ეღირება (მაგ: FF – 050 - FG);
ასეთი შემთხვევებისას, ასევე 350 ლარით განისაზღვრა ისეთი ნომრების საფასური, როცა სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში იდენტური წყვილის მქონე, ორი არაიდენტური ლათინური ასოსგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DF – 080 - FD);
გარდა ამისა, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია იდენტური, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DD – 305 - FS) ეღირება 300 ლარი, ხოლო თუ სერიის შემადგენელი ოთხივე ლათუნური ასო არაიდენტურია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისგან (მაგ: DX – 040 - WQ) მისი საფასური იქნება 250 ლარი.

   საკანონმდებლო ცვლილებები "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.


alia.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT