სოფელ ამაღლებაში ძლიერი წვიმა ერთი საათის წინ მოვიდა, რამაც მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. საგანგებო სამსახური დაკარგულებს მდინარეში ეძებს
“5 ადამიანია დაკარგული, რამდენიმე კი გარდაცვლილი, სახლებში მეტრზე მეტი წყალია, განადგურებულია ავეჯი, დახოცილია ფრინველები და ცხოველები”, - აცხადებს სოფელ ამაღლების მკვიდრი მანანა მანაგაძე.
ადგილზე იმყოფება იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საგანგებო სამსახური ადგილზე მუშაობას აგრძელებს.