წუხელ, გვიან ღამით ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ცემეს. ლევან თორიას მტკიცებით, მას „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი თავს დაესხა. თორია ერთ-ერთი მათგანის გვარსაც ასახელებს. ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მანუჩარ მალანია გამოირჩეოდა.
დაშავებული მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. მანუჩარ მალანია კი ლევან თორიას ფაქტებით საუბარისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ცრუ ბრალდებებს შეეშვას. მალანიას განმარტებით, ის წუხელ მეგობრებთან ერთად უბანში ერთობოდა და ლევან თორია საერთოდ არ უნახავს.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონული სამმართველო იძიებს.
livepress.ge