„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინსიყროს საგამოზიებო სამსახურის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების მიზნით დანაშაულებრივ სქემის შექმნის ბრალდებით გიორგი ღონიაშვილი დაკავებას პარტიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს. განცხადება „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. გიგი უგულავამ საგამოძიებო სამსახურის ქმედებას „ტაკიმასხარობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ღონიაშვილს, რომელიც მისი თქმით მისი ქვისლია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.
„ ჩვენ ყველამ ვიხილეთ მორიგი ტაკიმასხარაობა ფინანსური პოლიციის მიერ. აფსოლიტურად დაუსაბუთებლად ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მათ გადაწყვიტეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის , მთავარი ოპოზიციური პარტიის, რომელის მიმართაც პირადად ღარიბაშვილს და ივანიშვილს, როგორც სჩანს ძალიან დიდი შიში და ძრწოლა აქვს, ვინაიდან დილაობით სარკეში რომ იხედებიან ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ ელანდებათ. ამგვარი მეთოდებით მათ სურთ პარტიის დისკრედიტაცია. დაკავებული გიორგი ღვინიაშვილი არის ჩემი ქვისლი და მეგობარი, მაგრამ მას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ გააჩნია. ის არის პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანი, აქვს თავისი საქმე და ეწევა თავის საქმიანობას. მისი დაკავშირება „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დეზინფორმაცია და ტყუილი , რომელიც მიზნად ისახავს პირადად ჩემი და ასევე პარტიის დისკრედიტაციას,“-განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების მიზნით დანაშაულებრივ სქემის შექმნის ბრალდებით გიორგი ღონიაშვილი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ღონიაშვილი ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა დაკავებული. მათი თქმით, საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს.