ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილი არ დაესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ქართული დელეგაცია განისაზღვრა ერთს პლიუს ოთხი ფორმატით. მაია ფანჯიკიძის განცხადებით დელეგაციას უხელმძღვანელებს პრემიერი, რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას და იქნება ოთხი მინისტრი იმ უწყებისგან, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავებაში მონაწილეობდნენ. ეს მინისტრები არიან - საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. "უკვე ცნობილია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 27 ივნისს ადგილობრივი დროით დილის 09.00 საათზე შედგება. მას დაეწრება 28 ქვეყნის მთავრობის და სახელმწიფოს მეთაური", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.