ჭიკაიძე ბაქოში ქართველი დეპუტატების ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ბაქოში ქართველი დეპუტატების ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს და ამ პროცესის დასრულების შემდეგ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს.
"ამ დროისთვის გვაქვს ის ინფორმაცია, რომელიც მედიით გავრცელდა. ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდება კოლეგებს აზერბაიჯანში და კონკრეტული პასუხებიც მათ ეცოდინებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იყვნენ გაჩერებული საბაჟო პუნქტზე, ვინაიდან მათ გააჩნდათ არადეკლარირებული დიდი თანხა და რაღაც აპარატურა", - განაცხადა ჭიკაიძემ