Express News

თიკა ჯამბურია შეყვარებულია – ვინ არის მომღერლის რჩეული


მომღერალი თიკა ჯამბურიაშეყვარებულია. როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ მისი რჩეული ზუკა ყალიჩავაა. მომღერალს მათი ერთობლივი ფოტო `ფეისბუქზე~ მთავარ ფოტოდ აქვს დაყენებული. ფოტო ბევრ მეგობართან ერთად ყოფილ მეუღლეს - ბექა ხოფერიასაც აქვს მოწონებული. ამბის გადამოწმება თავად თიკა ჯამბურიასთან ვცადეთ. მომღერალმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა გავრცელებული ამბავი არც დაადასტურა და არც უარყო. 

- თიკა, მართალია, ცოტა ხნის წინ ხუმრობით გაავრცელე ინფორმაცია, რომ გათხოვდი, მაგრამ ახლა სანდო წყაროსგან გავიგეთ, რომ ნამდვილად შეყვარებული ხარ. - ვინაა ეს სანდო წყარო?
- წყაროს ვერ დავასახელებთ, გარდა ამისა ფოტო ვნახეთ `ფეისბუქზე~ და გავარკვიეთ, რომ ზუკა ყალიჩავა და თქვენ შეყვარებულები ხართ. უარყოფთ თუ დაადასტურებთ ამ ამბავს?- არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ჩემს შესახებ ძალიან ხშირად წერენ ხოლმე ჭორებს. არ მინდა, საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი, როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს და ყველა გაიგებს ვინ მიყვარს. 
- შეიძლება ვთქვათ, რომ არ უარყოფთ, რომ რაც გავიგეთ მართალია.- ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული, ეს არაფერს ნიშნავს.



reitingi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT