Express News

სამხრეთ ოსეთი შესაძლოა რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს



სამხრეთ ოსეთი შესაძლოა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. ამის შესახებ განცხადება დღეს რუსულ გამოცემა "ლენტა.რუ"-სთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა. " მე არ გამოვრიცხავ, რომ მივმართოთ რუსეთის ფედერაციას მის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი მზად იქნება გამოვიდეს ამ ინიციტივით, ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრის დროსაც. ვიმეორებ ჩემი აზრით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამ ისტორიულ მომენტამდე მივა." აცხადებს თიბილოვი, მისივე თქმით "სამხრეთ ოსეთის" რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას რეფერენდუმის ჩატარება არ დასჭირდება, რადგან სახალხო გამოკითხვა ამ თემაზე ცხინვალის რეგიონში 1992 და 2006 წელს უკვე გაიმართა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან ინტეგრაციას მხარი დაუჭირა. "რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლა ყველა ჩვენგანის გულშია" აცხადებს თიბილოვი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT