საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური პარლამენტის - ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტის შეხვდა. შეხვედრა ბერლინში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. გამოითქვა კმაყოფილება ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პროცესის წარმატებით მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის 2014 წლის გეგმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს. მხარეებმა კმაყოფილებით აღინიშნეს, რომ ივლისის თვეში ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგი დაათვალიერა, რომელიც განთავსებულია რაიხსტაგის შენობაში.