წყალტუბოს “ქართული ოცნების” ორგანიზაციამ ცენტრალურ ოფისში არჩევნებისთვის პარტიული სიები გააგზავნა
თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაგზავნილ სიაში კოალიციის პირველი ნომრები ყოფილი “ნაციონალები” არიან.
ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 1) კახა ბაბუნაშვილი - ყოფილი "ნაციონალი", ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარე; 2) კობა გურეშიძე - ყოფილი “ნაციონალი”, ამჟამად წყალტუბოს საკრებულოში, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე; 3) გენადი ბალანჩივაძე - ყოფილი "ნაციონალი", ამჟამად საკრებულოს აპარატის უფროსი; 4) ამირან ნარჩემაშვილი - "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, კობა ნარჩემაშვილის მამა; 5) იასონ ბზიკაძე - ყოფილი “ნაციონალი”;
topnews.com.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარესთან გადაამოწმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯოდმარის კახა ბაბუნაშვილის თქმით, მისთვის უცნობია მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის პირველი წევრების ვინაობა.
"საერთოდ არ ვიცი, ვინაა სიის წევრები, ვერც ამ კანდიდატებს დაგიდასტურებთ არიან, თუ არა პირველი ხუთეულის წევრები,"- განაცხადა ბაბუნაშვილმა.
წყარო http://topnews.com.ge/