Express News

"ვასაძემ დამაშინა, რომ ხმებს გამივრცელებდა, თითქოს გეი ვარ"


"მედეა ვასაძემ, დეპუტატმა, უშვილო ადამიანს საბავშვო ველოსიპედი აჩუქა"

”ქალბატონმა მედეამ გათხოვებისთანავე დაასაქმა საკუთარი ქმარი უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად”


გუშინ "ტელეარხ-25" -ის ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ გაავრცელა იმ საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომელიც მასა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ქალბატონ მედეა ვასაძეს შორის გაიმართა. აუდიოჩანაწერში მედეა ვასაძე ჟურნალისტს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ დავუკავშირდით ჯაბა ანანიძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- გადავიღეთ საგამოძიებო ფილმი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, გვინდოდა გაგვერკვია, რაში იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. სწორედ ამ ფილმში მოხვდა მედეა ვასაძის ინციდენტიც, როდესაც გასული წლის 24 ივნისს "ქართული ოცნების" აქტივისტის თქმით, ფიზიკურად დაუპირისპირდა. ეს ქალბატონი წინასაარჩევნოდ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. მას ჰქონდა უშვილობის პრობლემა, ოპერაცია ძალიან ძვირი ღირდა და ივანიშვილს სთხოვა, რომ დახმარებოდა. ამის მერე მას დაურეკა ქალბატონმა მედეამ და უთხრა, რომ მისთვის საჩუქარი ჰქონდათ და მისულიყო ხულოში წასაღებად. ეს ადამიანი მივიდა და საჩუქარი აღმოჩნდა საბავშვო ველოსიპედი. ადამიანი უშვილობის პრობლემის მოგვარებას ითხოვდა და ველოსიპედი აჩუქეს, თუმცა ეს ველოსიპედი მაინც გამოურთმევია. ცოტა ხანში ისევ მისულა მედეა ვასაძესთან და უთხოვია მოსული საბუთების ჩვენება,დაეჭვდა, რომ მხოლოდ ველოსიპედი არ იქნებოდა გამოგზავნილი. ეს ადამიანი ამბობს, როდესაც მედეას ველაპარაკებოდი, მან იეჭვა, რომ ვიწერდი მის საუბარს და მცემაო. ფილმში ამ ფაქტზეც გვქონდა ლაპარაკი, რადგან მედეა ვასაძე არის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ხაზს ვუსვამ, რომ ადამიანზე მიმდინარეობს გამოძიება და ასეთი ქალბატონი დაინიშნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ. პროკურატურა ამ საქმეს იძიებს უკვე 11 თვეა. რად უნდა ამას ამდენი ხანი? აშკარაა, რომ სხვა რაღაცაშია საქმე. ჩვენ ფარულად ჩავწერეთ ამ საქმის ყოფილი პროკურორიც, რომელმაც გვითხრა, რომელმაც გვითხრა, ფაქტია, რომ გამოძიება გაჭიანურებულია და წესით გამოძიება დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყოო. ჩავწერეთ მოწმეებიც, მათ შორის ვასაძის ქმრის ყოფილი მძღოლი (აქვე მინდა ვაღნიშნო, რომ ქალბატონმა მედეამ გათხოვებისთანავე დაასაქმა საკუთარი ქმარი უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად). მოწმე დეტალურად მოგვიყვა, თუ როგორ წაშალეს, ვიდეო კადრები, სადაც ჩანდა დაზარალებული მოქალაქის უმაღლეს საბჭოში მისვლა, გაწევ-გამოწევა და სხვ.

- ეს ყველაფერი გავიდა ტელევიზიით და ამან გამოიწვია მედეა ვასაძის აგრესია?

- დიახ. ფილმის დასრულებიდან 20 წუთში დამირეკა მედეა ვასაძემ. ტელეფონი ჩავრთე ჩაწერაზე და გავაკეთე ის ჩანაწერი, რომელიც ყველამ მოისმინა. ეს ქალბატონი მემუქრება, რომ პროკურატურა დაინტერესდება ჩემი საქმიანობით, დაიწყებს ჩემს წინააღმდეგ მუშაობას და სხვ.

- ჩანაწერში მედეა ვასაძე გეკითხებათ, გყავთ თუ არა ცოლი...

- სრულიად ალოგიკურად დამისვა ეს კითხვა და როდესაც ვუპასუხე, რომ არ მყავდა, მან მითხრა, რომ ვითომ მე მაქვს საეჭვო მიხვრა-მოხვრა, ქალაქში ცუდი ხმები დადის და ჩემს ორიენტაციას აყენებენ ეჭვის ქვეშ. ანუ ამ ქალბატონმა ვითომ დამაშინა, რომ გამივრცელება ხმებს, რომ მე ვარ "გეი", არატრადიციული ორიენტაციის და ამით ჩემს რეპუტაციას შებღალავს. არ დაგავიწყდეთ, ამ ყველაფერს მეუბნება ადამიანის უფლბათა კომიტეტის თავმჯდომარე.

-ვასაძის ამ განცხადების მერე მართლაც ხომ არ დაგიკავშირდნენ პროკურატურიდან?

პირიქით, აქეთ დავუკავშირდი პროკურატურას და შევიტანე სარჩელი მედეა ვასაძის წინააღმდეგ, რომ ეს ადამიანი ხელს მიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში. ჩვენ აგრეთვე ჩავთვალეთ, რომ არსებული სატელეფონი ჩანაწერი შეიცავდა სხვა ტიპის დანაშაულსაც: მაგ. ჩანაწერში ვასაძე ასაჯაროებს მოქალაქის მიერ გაგზავნილი წერილის შინაარს. ამის უფლება საჯარო მოხელეს არ აქვს. ეს ყველაფერი ვაცნობეთ პროკურატურას.

- გაქვს იმედი, რომ პროკურატურა საქმე გამოიძიებს?


- ვერ გეტყვით, თუმცა წინა საქმეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არა. ეს არ ყოფილა პირველი მსგავსი ინციდენტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან.


ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)


kvirispalitra.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT