საქართველოს კონსული აზერბაიჯანში ქართველი პარლამენტარების დაკავების ფაქტის გასარკვევად საბაჟოზე მიემგზავრება
საქართველოს კონსული აზერბაიჯანში, ნიკოლოზ გოგიტიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან, ირმა ნადირაშვილთან და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებული ინციდენტის გასარკვევად საბაჟოზე მიემგზავრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიკოლოზ გოგიტიძემ თავად განუცხადა. კონსულს დანარჩენ დეტალებზე არ უსაუბრია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და ნახევარი მილიონი დოლარის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
.interpressnews.ge