ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაარმიღება კვლავ განხილვის საგანია. ერთ მხარეს არიან სასულიერო პირები, რომლებიც დეპუტატებს ანათემაზე გადაცემით ემუქრებიან, მეორე მხარეს _ ის დეპუტატები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მღვდლებს პოლიტიკური მანდატები სურთ და იმიტომ აქტიურობენ, მესამე მხარეს კი დაბნეული მრევლია. ანტიდისკიმინაციული კანონით გამოწვეულ სტრესს სამთავროს დედათა მონასტერში მონაზვნების ჩხუბიც დაემატა. მოკლედ, ქვეყანა ღრმა სულიერ კრიზისშია, რომლიდან გამოსვლასაც ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) ,,ვერსიასთან’‘ ერთად ცდილობს.
_ პატრიარქმა პარლამენტს ანტიდისკიმინაციული კანონის განხილვის გადადება სთხოვა. პრემიერმა განაცხადა, კანონს მაინც მივიღებთო. შექმნილ ვითარებას თქვენც ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის განხეთქილებად აფასებთ?
_ როცა საუბარია განხეთქილებაზე პატრიარქსა და ხელისუფლებას შორის, ეს, ზოგადად, ყველგან ასეა და არც ახალი ამბავია. არ მახსენდება საქართველოს არც ერთი ხელისუფლება, პატრიარქის სიტყვას ყურად იღებდეს.
_ კანონში, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მთელი რიგი ნიშნების მიხედვით, სადავო ორი ფრაზაა _ ,,გენდერული იდენტობა’‘ და ,,სექსუალური ორიენტაცია’‘. სასულიერო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ,,სოდომ- გომორის’‘ მარადიულ ცეცხლში ,,გაუშვეს’‘ და სხდომა დატოვეს. ეს მიდგომა სწორია?
_ ლიბერალებს სულ ვეჩხუბები, მაგრამ ბუნებით მაინც ლიბერალი ვარ და უკიდურესობა არ მიყვარს. მართლმადიდებლობა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და დემოკრატიული მოძღვრებაა, ამიტომ ჩემთვის ასეთი რამ შინაგანად მიუღებელია, თუმცა, უნდა ვიცოდეთ იმ სასულიერო პირის მოტივაცია, ვინც ამას ამბობს. თუ ეს ხალხი დაწყევლა, მიუღებელია. თუ იტყვის, ეს მათ შესაშინებლად ვთქვი, თორემ მერე წავედი და მათთვის ვილოცეო, სხვა საქმეა.
_ საქმეც ისაა, რომ მათ პირდაპირ განაცხადეს, ლოცვებში აღარ მოგიხსენიებთო...
_ თუ ესეც დეპუტატების შესაშინებლად ითქვა, სხვა საქმეა. თუ ეს მხოლოდ შიშველი წყევლა- კრულვაა, მიუღებელია, ამიტომ განკითხვა გამიჭირდება. მოდით, ახლა საკითხს ხელისუფლების პოზიციიდან შევხედოთ _ შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რასაც კანონში ვწერთ, იმას ნორმად არ ვაქცევთ და ჰომოსექსუალიზმს არ ვაკანონებთო.
_ არ ვიცი, რას ფიქრობენ, მაგრამ გედევან ფოფხაძეს კანონის მიღებას მართლმადიდებლობა ურჩევნია, მანანა კობახიძე მანდატს დატოვებს, თუ საქართველოში ჰომოსექსუალიზმი დაკანონდება, აი, თამარ კორძაია კი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების აქტიურობის მიზეზი მანდატების მოპოვების სურვილია.
_ თუ ქალბატონი კორძაია იმას გულისხმობს, რომ მღვდლები პოლიტიკაში ერევიან, უნდა ვიცოდეთ, როცა დავა ზნეობრივ საკითხებზე მიდის, მღვდელიც იტყვის სიტყვას. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, თუ ამ კანონს რაიმე ცუდი მოყვება, დაპირებები გვიან იქნება. ერთ-ერთი ეპისკოპოსი მესაუბრა კანონის რამდენიმე მუხლზე, რომლის მიხედვით, მე, როგორც სასულიერო პირს, მერთმევა უფლება ვთქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვა, აღვირახსნილობა, ავადმყოფობა და გარყვნილებაა. თუ ამ სიტყვებს წარმოვთქვამ, დამნაშავე ვხდები?! იმაზე ლაპარაკი არაა, რომ დაუშვებელია ასეთი ადამიანების გინება, ცემა, სამსახურიდან გამოყრა, მაგრამ მე მას უნდა ვუთხრა _ რასაც აკეთებ, ეს აღვირახსნილობაა- თქო და ეს ღირსების შელახვად არ უნდა ჩაითვალოს. თუკი ეს კანონი ამის უფლებას რაღაც კუთხით მართმევს, ეკლესია ხმას აიმაღლებს. ნურც იმაში დამარწმუნებს ვინმე, ქართველ კაცს ცნობიერების შეცვლა არასდროს ემუქრებაო. გასული საუკუნის 20-იან წლებშიც ასე გვეგონა და ჩვენი ხელით ვანგრიეთ ეკლესიები. მამა გაბრიელმა ლენინის სურათი რომ დაწვა და ქრისტეს მცნების ქადაგება დაიწყო, ქართველები არ დაერივნენ საცემრად?! თუ მაშინაც ბოლშევიკები ჩამოვიდნენ ჩრდილოეთიდან? არ მაქვს შიში, რომ კანონი შეგვავიწროვებს, სამღვდელოება ისედაც სულ შევიწროებულია, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა დამარწმუნოს, რომ ერს გადაგვარება არ ემუქრება. შეიძლება, ახლა ცილს ვწამებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს კანონი ჩვენების დაწერილი არაა და ევროსტრუქტურებიდანაა ნაკარნახევი.
_ არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად დამახინჯებული პროპაგანდაა, თითქოს ევროპა გვაიძულებს, საქართველოში კაცმა კაცზე იქორწინოს?
_ დამარწმუნე, რომ ასე არაა. გლეხის პირველი რეაქცია ასეთი იქნება _ არ მინდა ევროკავშირი, 200 წელი რუსმა ვერ გამარუსა და ახლა შენ გინდა, მამათმავალი გამხადოო? ამიტომ უნდა თქვას ხელისუფლებამ _ მოდი, ამ კანონს ჩვენ დავწერთ და ეროვნულ ცნობიერებას მოვარგებთ, ამაზე ჩემი ქართველი იურისტები იმუშავებენ და კანონშივე ჩადებენ პრევენციას, რომ დევნის აკრძალვა, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინებაში არ გადაიზრდება. ასე უნდა დაამშვიდონ საზოგადოება.
_ დავით უსუფაშვილის თქმით, კანონის მიღება ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია, არმიღება კი რუსეთში დარჩენა, რადგან იქ და ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეწინააღმდეგებიან ამ კანონს.
_ ესეც ექსტრემიზმია! რას ნიშნავს, ვრჩებით რუსეთში? მაშინ ხალხის უმრავლესობის რეაქცია იქნება _ ყოჩაღ, რუსეთს. გამოდის, მე კი არა, უსუფაშვილია რუსეთში ჩვენი შემყვანი. ვირთხა რომ ვირთხაა და კუთხეში მიამწყვდევ, ის გადმოდის შეტევაზე და კაცი რას იზამს?! თავში აზრადაც არ მომსვლია, თუ ეს კანონი არ მინდა, რუსეთი მინდა- მეთქი. არ მინდა რუსეთი. 9 აპრილს გვერდში ნიჩაბი მომხვდა... მაგრამ თავად დამისვეს საკითხი ასე.
_ თუ ეს კანონი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვისაა საჭირო, მაინც არ უნდა მივიღოთ?
_ როცა ჰომოსექსუალიზმს, ამა თუ იმ ფორმით, ევროპას უკავშირებენ, ჰომოსექსუალიზმთან ერთად, უარს ვამბობ ევროპაზეც. როცა მერე ამ ჩემს ნათქვამს მიაბამენ, გამოდის, რუსეთი გინდა, თავდაცვის ინსტინქტი მერთვება. მრევლში მყავს ყოფილი მეძავები, ყოფილი ჰომოსექსუალებიც და ისინი საუკეთესო სულიერი შვილები არიან. რად უნდა ამას კანონი! რას ჰქვია, ვიღაცამ სცემოს, მაშ, პოლიცია რისთვისაა? არ მინახავს, ისინი ვინმეს განედევნა. ზოგს კარგი თანამდებობაც ჰქონდა, დიდი ფინანსები და არანაირი პრობლემა არ შექმნია. ვერ წარმომიდგენია, ვიღაც ვიღაცას ამის გამო სცემდეს. ბუნებრივი, მღვდლის ინსტინქტი მაქვს ასეთი _ ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დავიჭერ, ჰომოსექსაულიც რომ იყოს.
_ მაშინ რატომ მოხდა 17 მაისი, რატომ იქცა დაცინვის საგნად ფრაზა ,,ტაბურეტით შეიარაღებული მღვდელი’‘?
_ ეს იმ მღვდელს ჰკითხეთ, ვისაც ხელში ტაბურეტი ეჭირა. მერე იმასაც, ვინც მას პასუხი არ მოსთხოვა. რა ტაბურეტი, რა გინება... მღვდელი ქრისტეს ხატია. არ შეიძლება, მღვდელი იგინებოდეს, იფურთხებოდეს, თვრებოდეს, აგრესიას გამოხატავდეს. თუ ეს მაინც დაემართა, მუხლებზე უნდა დაემხოს და პატიება ითხოვოს ეკლესიისა და პატრიარქის წინაშე... არსებული ფორმით, ამ კანონპროექტში ხელისუფლების მიერ განმარტებული არაა, რომ ჩვენი ქრისტიანული სული და ტრადიცია დაცული იქნება. გარანტია არ ჩანს და ამიტომ მხარს არ ვუჭერ. თუ გარანტია გამოჩნდება, მერე ვიფიქრებ, რაკი ევროკავშირი ითხოვს, მაშინ მივიღოთ- მეთქი, თორემ დღეს ამ კანონის საჭიროებას საქართველოში ვერ ვგრძნობ. ვიღაცამ გეის თუ ჩაარტყა თავში, ის უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვიდრე კაცი, რომელმაც მღვდელს ან მანდილოსანს ჩაარტყა? გეიცა და ნებისმიერი მოქალაქეც აგრესიისგან თანაბრად უნდა დაიცვან და ამისთვის არსებობს პოლიცია. ისე, თუ ადამიანს უნდა, დისკრიმინაციის მიზეზს რა გამოლევს _ ჩაცმულობა, გამოხედვა, საუბრის მანერა...
_ პარალელურად, კიდევ ერთი გარჩევა მოხდა სამთავროს მონასტერში: დედა პარასკევა წამოვიდა და ინტერვიუ მისცა, ბერი გაბრიელის მსახურებისთვის, დედა ქეთევანი თავის გატეხვით დამემუქრა და მონასტრიდან გამომაგდოო. ამასაც აქვს ახსნა და გამართლება?
_ არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ზოგადად, დედა პარასკევას საქციელი, დედა ქეთევანთან მიმართებაში, სულ რომ მართალი იყოს, მაინც არასწორია. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დედა პარასკევა მაინც მტყუანია. საკუთარი დედა რომ მეჩხუბება, ეს თქვენ უნდა მოგიყვეთ? ეს არაეკლესიური და არაქრისტიანულია. შიგნით რაც ხდება, პატრიარქმა და საპატრიარქომ უნდა გაარჩიოს.
_ ყველა დასმული კითხვის პასუხი ბოლოს მაინც შენდობა გამოდის. მაშინ რატომ მოყვა აჟიოტაჟი ირაკლი ალასანიას ფრაზას _ ნაციონალებს უნდა ვაპატიოთო?
_ მღვდელი სიტყვა ,,მიტევებაში’‘ პოლიტიკურ კონტექსტს ვერასოდეს დაინახავს. თქვენ რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და მერე ეს ადამიანი ჩემთან მოვიდეს, ვეტყვი, უფალმა მოგიტევოს- მეთქი, მაგრამ შენდობის სათხოვნელად თქვენთან გამოვუშვებ. ალასანიას გავამართლებ, თუ ეს ქრისტიანული სულისკვეთებით თქვა, თუმცა, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია _ მას რა ენაღვლება, როცა სხვას შვილი მოუკლეს, გაუუპატიურეს, ქონება წაართვეს. ამ დროს ვინ მოგცა უფლება, სხვას სხვის ნაცვლად მიუტევო. პატრიარქსაც კი არ გამოუცხადებია საყოველთაო მიტევება, ძალიან ფრთხილად მიუდგა ამ საკითხს და, როცა პატრიარქს წინ უსწრებ, ზნეობრივად სახიფათო მომენტია.
_ ბოლოს, ვიდრე მითქმა- მოთქმა, დაიწყება, რა მოდა და ტენდენციაა აღსარების ტელეფონით, შკუპე- თი და Fაცებოოკ- ით ჩაბარებაო, იქნებ, ახსნათ, ინტერნეტაღსარება რა შემთხვევაშია დასაშვები და ეს გამონაკლისია თუ ახალი წესი?
_ ვთქვათ, მეგობარმა რაღაც გავნოთ, აწუხებს, უცებ ვერ გნახულობთ და დაგირეკათ, არ მოუსმენთ? გამოდის, აღსარებას ტელეფონითაც ძალა ჰქონია. მოსმენისა და მიტევების ძალა თქვენ გაქვთ და მღვდელს არა? მაგრამ ამასაც თავის მინუსი აქვს. უფლის საიდუმლო აღსარება კი არა, ამის შედეგად მოსული სინანულია _ როცა ერთი ერთზე საუბრობ მოძღვართან, სინანულის ხელშემწყობი პირობები, ცხადია, ძალიან დიდია. მოძღვარი გასწავლის, როგორ შეინანო და გახსნა გული. როცა ადამიანს რაღაც გულისტკივილი აქვს და მირეკავს, ვუსმენ. მითუმეტეს, თუ ვიცი, ჩემთან იმიტომ არ მოდის, რომ სადღაც შორსაა. ამ დროს უნდა ვანუგეშო, უნდა ვილოცო მისთვის, თუ ლოცვას ძალა არ აქვს?! შეიძლება, ვიღაც ისეთი სასოწარკვეთილია, თუ იმ მომენტში, თუნდაც ინტერნეტის, მობილურის საშუალებით არ უთხარი, ღმერთმა შეგინდოს და მოგიტევოსო, გამოუსწორებელი რამ გააკეთოს... ამიტომ, როცა ადამიანის შველა ერთი სიტყვითა და ერთი ზარით შეგიძლია, ეს უნდა გააკეთო.
ნინო კომახიძე

versia.ge