საყდრისის გადარჩენის კომიტეტი ექსპერტებს უნდობლობას უცხადებს
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, უნდობლობას უცხადებს ორ სერთაშორისო ექსპერტს.გერმანელი და ბულგარელი სპეციალისტები თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ. ისინი კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ობიექტზე ხელახალ კვლევას ჩაატარებენ. აქციის მონაწილეები კი, რომლებიც უკვე მესამე კვირაა კარვებში ცხოვრობენ, ამას ამას კატეგორიულად აპროტესტებენ.
დღეს, 17:00 საათზე საყდრისში კომიტეტის გაფართოებული სხდომა ჩატარდება, რომელსაც თბილისიდან ჩასული სტუმრები, მათ სორის სოსო მანჯავიძე და ცოტნე გამსახურდიაც დაესწრებიან