Express News

გურამ დონაძე: ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას ვიღებ!



შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე „facebook"-ის საკუთარ გვერდზე ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება:

ძალიან მიმძიმს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ რაიმეს თქმა, მაგრამ უკვე იძულებულივარ, პირველ რიგში, ბუტას ოჯახს უდიდესი თავმდაბლობით მივმართო. წლების განმავლობაში,ბატონებო, თქვენ და საზოგადოება ეძებდით სიმართლეს და ითხოვდით საქმის ხელახალგამოძიებას. დიახ, თითქმის ყოველდღე ითხოვდით დამნაშავეების დასჯას და დღემდედარწმუნებული ხართ, რომ თქვენი  შვილი პატრულმა დახვრიტა"(ეს თქვენი უფლებაა), ხოლო საქმეგაყალბდა.

პატივცემულებო, ახალმა ხელისუფლებამ საქმე გამოიძიადა 6 ადამიანი 2012 წლის ნოემბერშისაბრალდებო სკამთან მიიყვანა. შეგახსენებთ, საქმის სრული გამოძიება 2013 წლის აპრილშიდასრულდა. თუმცა დღეს 2014 წლის მაისია და დღემდე არსებითი განხილვის თითქმის არცერთისხდომა არ ჩატარებულა (თუ არ ჩავთვლით დღევანდელ სხდომას, სადაც ჩემი შუამდგომლობაპასპორტის დაბრუნების საკითხზე იხილებოდა და ესეც იმიტომ, რომ შუამდგომლობის 10 დღიანივადა კანონის მიხედვით იწურებოდა).

მომდევნო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს სხდომაც ისევე უვადოდგადაიდება, როგორც სხვა დანარჩენი დღემდე. გამოძიება საქმეში პროკურორს ცვლის და ახლამათთვის გონივრული ვადა, მასალების გაცნობისთვის, კიდევ რამდენი ხანი იქნება, არავინ იცის.არავის გაინტერესებთ, რა ხდება ამ საქმეზე. არავის განტერესებთ, რატომ იცვლება საქმეზეპროკურორი (ნ. სონღულაშვილი). არავის გაინტერესებთ სიმართლის დადგენა. არავის გაღელვებთახლა უდანაშაულო ბუტას მკვლელობა. არავის გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ იმართება სასამართლოსხდომები წელიწადზე მეტია. არავის განტერესებთ, სად არიან ის მოწმეები, რომლებმაც საქმეკბილაშვილის დროის გამოძიებას ჩვენების შეცვლის შემდეგ თავზე დაანგრიეს. არავის გინდათიცოდეთ სიმართლე, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა (თუ ასეთი მართლაც მოხდა)არავის გაინტერესბთსად გააქრო კბილაშვილის ყოფილმა უწყებამ FBI - ის დასკვნა, რომ კადრები უწყვეტია და იარაღებინაპოვნია იქამდესანამ ბუტა ცოცხალია. არავის გაინტერესებთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა,რომელიც FBI - ის იდანტურია, არავის გაინტერესებთ... ამ ყველაფრის გამო ვიღებ უპრეცედენტოგადაწყვეტილებას, რომელსაც საჯაროს რამდენიმე დღეში გავხდი", -  წერს დონაძე.

შეგახსენებთ, დონაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფებოდა და საქართველოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალის წაყენების შემდეგ დაბრუნდა. იგი სამართალდამცველებმა თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააპატიმრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი 25 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT