“ბანკი რესპუბლიკა” რომელიც, ფრანგული კომპანიის “სოსიეტე–ჟენერალის” მთავარი პარტნიორია, სხვადასხვა ბარათებზე, ისეთი სურათების და დიზაინის დატანას ზღუდავს, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს.
MY CARD ბანკ „რესპუბლიკის“ საბანკო ბარათია, რომლის დიზაინსაც თავად მომხმარებელი ქმნის. ბანკის კლიენტს აქვს შესაძლებლობა, ატვირთოს სასურველი სურათი ან შეარჩიოს დიზაინი, თუმცა იგი ქვეყნის კულტურის და ზნეობის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს.
“რესპუბლიკა ბანკის” მიერ ჩამოთვლილ მომსახურებით სარგებლობის პირობებში წერია, რომ აკრძალულია ისეთი სურათების, ბარათის დიზაინად, გამოყენება რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს. ასევე, იკრძალება დიზაინად გამოყენებული იქნას ისეთი სურათები, რომლებიც გამოხატავს პოლიტიკური, რელიგიური, რასისტული ან ნაციონალისტური ჯგუფების აზრებსა და რწმენას.
როგორც “ექსპრესნიუსს” “ბანკი რესპუბლიკის” ერთ–ერთმა კლიენტმა უთხრა, ამ წესების გაცნობის შემდეგ, ჩათვალა რომ ლგბტ საზოგადოების დროშა არცერთ ჩამოთვლილ პუნქტს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა შექმნილი დიზაინი, ბანკმა სწორედ ამ მოტივით არ დაამზადა.
კლიენტი ბანკის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და მის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
epn.ge