თბილისში, კორტებთან 17:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც „რეპორტიორს“ გარდაცვილიზურა ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 8 წლის წინ მისი შვილი მოკლეს. ვაზაგაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ხელისუფლების მიმართ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ, ვინაიდან როგორცვაზაგაშვილი ამბობს, ხალხის მიერ მოყვანილი ხელისუფლება დამნაშავეებს არა თუ სჯის, აწინაურებს.
„ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. ვიკრიბებით იმ ადგილზე, სადაც სადისტებმა ჩემი შვილი მოკლეს.
გვაქვს პრეტენზიები ახალ ხელისუფლებასთან, ვინაიდან ზურას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის მკვლელები ისევ გარეთ „გულაობენ“. ჩვენ ხელისუფლებას გავაფრთხილებთ მკაცრად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვანო მერაბიშვილი ჩაანაცვლა ჭიკაიძემ, რომელიც აწინაურებს მკვლელებს.
ჩვენ გავაკეთეთ განცხადება საზოგადოების მობილიზაციასთან დაკავშირებით, იმ დღიდან მიმდინარეობს რეგისტრაცია, საკმაოდ აიტაცა საზოგადოებამ ეს ინიციატივა. შეცდომებზე გვინდა მოვთხოვოთ პასუხი ჩვენს მიერ მოყვანილ ხელიუფლებას. არ დავიღლებით და ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. სხვა გზა არა არის, ამ ხელისუფლების იმედი აღარ გვაქვს“, -განუცხადა „რეპორტიორს“ ვაზაგაშვილმა.