Express News

ვინმემ მაჩვენოს, სად წერია ქრისტიანულ მოძღვრებაში ის, რომ ძალადობა არის სიკეთე



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება არჩევნებამდე თვენახევრით ადრე მმართველი გუნდისთვის ცუდ შედეგებს გამოიწვევს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონთან დაკავშირებით საზოგადოებაში სიცრუე გავრცელდა და აღშფოთებაც ამან გამოიწვია.

„მივმართ ყველას, ვინც შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ეს მათ ძვირი დაუჯდებათ,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, კანონი შემწყნარებლობაზე და სიკეთეზეა დაფუძნებული, აქედან გამომდინარე პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან დაპირისპირება სასულიერო და საერო პირებს შორის.

„ვინმემ მაჩვენოს, სად წერია ქრისტიანულ მოძღვრებაში ის, რომ ძალადობა არის სიკეთე და სიყვარული და შემწყნარებლობა არის ცოდვა. მე მგონია, რომ მთავარი ცოდვა არის სიცრუე და სიცრუით არის დაკავებული ძალიან ბევრი. საზოგადოება და ამომრჩეველი ამას გაიგებს და დაინახავს, უბრალოდ საჭიროა, რომ ეს ვუთხრათ და ენის მოჩლექვით არ ვისაუბროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა რაღაცას დაგვაბრალებს,"- აღნიშნა უსუფაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT