Express News

სამეგრელოს პოლიციამ ხამისკურში მომხდარ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა



სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ,29 აპრილს, ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა.  სამივე დაკავებული ქალაქ ქუთაისის მკვიდრია. მათი დაკავებაც შესაბამისად ქუთაისში მოხდა. დაკავებულთაგან ორი -მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის ადრეც არის ნასამართლევი.
ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული სამივე ეჭვმიტანილი სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში  ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში, ცენტრალური მაგისტრალის ხობი-ზუგდიდის მონაკვეთზე სამმა უცნობმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კრედიტის“ კუთვნილი საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება სცადა, რასაც  სროლა მოჰყვა. მანქანას თანხა კომპანია „ანკა ფაიარ თრეიდისთვის“ ზუგდიდში გადაჰქონდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT