ჭყონდიდის ეპარქიაში სოფელ ინჩხურის ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მრევლი წინამძღვრად მამა გრიგოლის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც ამჟამად ყაზბეგში მსახურობს.
მრევლის ამირან ხელიასიას განცხადებით, წინამძღვარსა და ეპარქიას შორის დაპირისპირება იყო და მოძღვარი იძულებული გახადეს ყაზბეგში წასულიყო.
მრევლი პროტესტის ნიშნად ეკესიაში არ დადის და ძველი წინამძღვრის დაბრუნებას ითხოვს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ინჩხურელები აქციების გამართვას საპატრიარქოსთან აპირებენ. მათ პატრიარქს ძველი მოძღვრის დაბრუნებით თხოვნით წერილობით რამდენიმე დღის წინ მიმართეს.
მომხდარს დღესე მამა ანდრია სალია გამოეხმაურა, რომელიმაც ჭყონდიდის ეპარქიის პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მამა გრიგოლს თავად დაბრუნება მეუფემაც სთხოვა, მაგრამ მოძღვარი ყაზბეგში მოღვაწეობას ამჯობინებს.
თავად მამა გრიგოლთან დაკავშირება "ლაივპრესმა" სცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.