რატომ შეარქვეს “ნაციონალებმა” პრეზიდენტმარგველაშვილს “მარგო” და რა სცენარსამუშავებს “ოცნების” “ბიძინისტური” ფრთა
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგიმარგველაშვილთან, ანუ, როგორც “ნაცები”პირად საუბრებში ამბობენ, პრეზიდენტ“მარგოსთან” დაპირისპირებას კატეგორიულადუარყოფს. ღარიბაშვილთან უთანხმოებაზემარგველაშვილის გარემოცვაც საჯაროკომენტარს არ აკეთებს... სამთავრობო ასინეთებიკი “პრემიერს” “ოცნების” კულუარებიდანსაინტერესოზე საინტერესო ინფორმაციებსაწვდიან, თან ირწმუნებიან, მალე სამთავრობოკოალიციაში ისეთი ამბები მოხდება, დედაშვილს არ აიყვანსო.
პრინციპში, “ისეთი ამბები” უკვე დაწყებულია- რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც ერთ-ერთ საჯარისო ნაწილში იმყოფებოდა, თავდაცვის მინისტრი ალასანია დატუქსა, ბიჭო, რა არის, ერთი გზა როგორ ვერ გააკეთეთო.
“ბიჭო!”- ეს ფამილარული მიმართვა ღარიბაშვილს სხვა მინისტრთან საუბრისას რომ გამოეყენებინა, შეიძლება, ყურადღება არავის მიექცია, მაგრამ ვინ, ვინ და, ირაკლი ალასანია, თავისი რენომედან, გნებავთ, პოლიტიკური იმიჯიდან გამომდინარე, თავისზე ბევრად უმცროსი პრემიერისგან ასეთ მიმართვას არ იმსახურებს. დააკვირდით, ღარიბაშვილი ალასანიას მიმართ აგრესიას ღიად მას შემდეგ გამოხატავს, რაც “ენ-დი-აი”-მ კვლევები გამოაქვეყნა, სადაც ალასანიას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს”,- ამბობს “პრემიერთან” პრივატული საუბრისას წყარო.
ამასთანავე, წყარო მიუთითებს, რომ ბოლო დროს თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი, პრაქტიკულად, ერთ თამაშს თამაშობენ.
“მარგველაშვილის სამხედრო მრჩევლად ძველი გვარდიელი აკია ბარბაქაძე დაინიშნა. ბარბაქაძის ბეგრაუნდზე ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიცი, რომ ვიდრე ამ თანამდებობას მიიღებდა, ბარბაქაძე, სხვა ვეტერანებთან ერთად, ირაკლი ალასანიას ხშირად სტუმრობდა. ამავე კონტექსტში ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ალასანიას ცოლისძმის ცოლი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. ისე, ალასანია კარგი დიპლომატია და ამიტომ განაცხადა, ღარიბაშვილის წარუმატებლობა მხოლოდ მისი, როგორც პრემიერის კი არა, მთელი მინისტრთა კაბინეტის კრახი იქნებაო”,- ამბობს “პრემიერის” წყარო.
“ოცნების” ხელისუფლებაში არსებულ შიდა განხეთქილებაზე “პრემიერისთვის” კიდევ ერთი ნიუანსი ხდება ცნობილი: როგორც ინფორმატორები ამბობენ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან რეკავდნენ და კითხულობდნენ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ საათზე აპირებდა პრეზიდენტი მარგველაშვილი ვაკის პარკში მისვლას და უცნობი ჯარისკაცის საფლავის ყვავილებით შემკობას. ერთ-ერთ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას პრემიერის წარმომადგენელს წამოსცდენია, ირაკლის არ უნდა, მარგველაშვილს შეეჩეხოსო...
მოქმედი და ექსპრემიერის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის, როგორც იტყვიან, გრაფიკს, თავის მხრივ, თურმე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც სწავლობს და თუ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ შეხვედრაზე ღარიბაშვილი, ან ივანიშვილი აპირებს მისვლას, მარგველაშვილი რაღაცას იმიზეზებს და იმ დღეს სააკაშვილისგან დატოვებული პრეზიდენტის სასახლიდან, თურმე, ცხვირსაც არ ჰყოფს ხოლმე.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე საუბრისას, ინფორმატორი “პრემიერს” უხსნის, რომ მარგველაშვილის ადმინისტრაციაში თითქმის ყველა ძველი თანამშრომელი მუშაობს.
“ამ თანამშრომლების უმეტესობა გიგი უგულავასა და სხვა “ნაციონალთა” ცოლების დაქალები არიან. ბიძინამ მარგველაშვილს მოსთხოვა, რომ ეს ხალხი დაეთხოვა, მაგრამ პრეზიდენტმა განუცხადა, თავის საქმეს ყველა პირნათლად ასრულებს და სამსახურიდან რატომ უნდა გავაგდოო?! მარგველაშვილის ეს სიხისტე ივანიშვილს, ბუნებრივია, არ ესიამოვნა, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი გახდა, რომ მასთან ურთიერთობა გაეწყვიტა”,- ამბობს წყარო.
პრემიერისა და პრეზიდენტის ფარულ კინკლაობასთან ერთად, “ოცნების” კულუარებში საარჩევნო სიების დაკომპლექტებაზეც საუბრობენ. მართალია, მმართველმა კოალიციამ თბილისის მაჟორიტარები უკვე ოფიციალურად დაასახელა, მაგრამ როგორც “პრემიერს” ეუბნებიან, მაჟორიტართა კანდიდატურები მილიონჯერ შეიცვალა.
ასევე, მილიონჯერ შეცვლილა პროპორციული სია და ის ადამიანები, რომლებსაც ასპროცენტიან გარანტიას აძლევდნენ, პირველ ათეულში, ანუ გამსვლელ სიაში იქნებითო, “ოცნების” ბოსებს “გადაუყრიათ”.
გარდა ამისა, თბილისის მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას თავდაპირველად, თურმე, უთხრეს, რომ გამსვლელ სიაში თავისი გუნდი ეყოლებდა, მაგრამ, როგორც წყარო ამბობს, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ნარმანიაც “გადააგდეს” და სიაში მისი მხოლოდ ერთი კაცი ჩასვეს.
“ხანდახან მგონია, რომ “ოცნებას” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება არ უნდა. თბილისი გასაგებია, მაგრამ ადრეც გითხარით, რომ რეგიონებში საშინელებები ხდება. ჩემი ინფორმაციით, 15 ივნისს “ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნების “შეცდომას” გამოასწორებს და მეორე ადგილზე ბურჯანაძის “სასტავს” გაიყვანს, მესამეზე კი- “ნაციონალებს”. ისე, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, რაიონებში გამგებლობას ისეთი ადამიანები აპირებენ, რომელთა მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას სიმპათია მართლა აქვს. ეს პერსონები ცდილობდნენ, რომ “ოცნებასთან” საერთო ენა გამოენახათ და არჩევნებში მმართველი გუნდის სახელით გამოსულიყვნენ, მაგრამ “ოცნებამ” სათოფეზე არ გაიკარა. ამიტომ, “ნაციონალებთან” წასვლას, იძულებულნი გახდნენ, ბურჯანაძეს მიჰკედლებოდნენ. გვარებს, რასაკვირველია, არ გეტყვით, მაგრამ ვიცი რამდენიმე, რომელსაც გამგებლობა იმისთვის არ უნდა, რომ საკუთარი ჯიბე გაისქელოს- ფულიც აქვს და ცხოვრებაც, მაგრამ ეს ხალხი თავისი რაიონისთვის რაღაცის გაკეთებას ფიქრობს და არჩევნებშიც ამიტომ მონაწილეობს. “ოცნებას” ჭკუა რომ ჰქონდეს, ამ ადამიანებს გვერდით დაიყენებდა”,- ამბობს “პრემიერთან” პრივატული საუბრისას წყარო.
სხვათა შორის, “პრემიერს” ისიც უთხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა პრემიერობიდან გადამდგარმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი პირველად გააკრიტიკა, “ოცნების” “ბიძინისტური” ფრთა, მარგველაშვილს, თურმე, შეუჩნდა, გინდა თუ არა, გადადექიო.
“როგორც ვიცი, თავდაპირველად მარგველაშვილი გადადგომაზე მართლა ფიქრობდა. ე.წ. სფიჩიც კი დაიწერა, რომელიც გადადგომის დროს პირდაპირ ეთერში უნდა წაეკითხა, მაგრამ მერე, გარემოცვამ გონზე მოიყვანა, შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა გადადგე, კანონიერად ხარ არჩეული და ხუთი წელი ბიძინა ვერაფერს დაგაკლებს, ხუთი წლის მერე კი, რა იქნება, არავინ იცისო. იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილი გადადგებოდა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ზუსტად არ ვიცი, “ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატად ვის დაასახელებდა, მაგრამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა, მით უმეტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერის წინ. ამ დეტალს რუსული სპეცსამსახურები აუცილებლად გამოიყენებდნენ და შეიძლება, ისეთი ბაკქანალია დაწყებულიყო, რომელსაც თავს კარგა ხანს ვეღარ დავაღწევდით”,- ამბობს წყარო.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“