Express News

სკანდალი-კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, "მეცხრე არხის" ტექნიკის დაზიანებაში ბრალდებული გიორგი ყავლაშვილი სად-ის სამმართველოს უფროსის მოადგილეა



სოზარ სუბარის უწყებას მოქალაქეები რამდენიმე მაღალჩინოსანის სამსახურიდან გათავისუფლებას სთხოვენ. მოქალაქეები მოითხოვენ შოთა ტორაძის, უჩა მაღლაფერიძის, კუდის სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი ყავლაშვილის და სხვების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. გიორგი ყავლაშვილი ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის ქმარია, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნი გიორგი ყავლაშვილი 2012 წლის არჩევნებამდე "ობიექტივის" ერთ-ერთ დამფუძნებელზე მამუკა გობეჩიაზე თავდასხმაში იყო ბრალდებული ასევე ბრალდებული იყო 9 არხის ტექნიკის დაზიანებისთვის , დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ყავლაშვილის გვარი უკავშირდება საბაჟოზე "მეცხრე არხის" ტექნიკის დაზიანებას, რომელიც კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღიარა კიდეც. ის 2012 წლის 15 ნოემბერს კუდის და სოდის 8 თანამშრომელთან ერთად დააკავეს. თუმცა 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორ დასრულდა სასამართლო დავა ყავლაშვილთან დაკავშირებით, ამის გადამოწმება ტვ3-მა სასამართლოში სცადა, როგორც გაირკვა გირაოს შემდეგ პროკურატურას სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს. 
სუბარის უწყებას აქციის მონაწილეების კითხვებზე პასუხის გაცემის ვადა დღეს ეწურება.  

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT