Express News

რატომ აფინანსებდა გეი აღლუმს „ევრაზიული არჩევანი“ ? – ამის შესახებ „ქრონიკა +“-ს სკანდალურ ინტერვიუს აქციის ორგანიზატორი გიორგი ჩხარტიშვილი აძლევს:


17 მაისს გეი აღლუმი აღარ გაიმართება, აღლუმს  „ევრაზიული არჩევანი „ აფინანსებდა, – ამის შესახებ „ქრონიკა +“-ს სკანდალურ ინტერვიუს აქციის ორგანიზატორი  გიორგი ჩხარტიშვილი აძლევს: „მე სექსმუშაკი ვარ, ცირკთან ვდგევარ და ამ საქმით ვირჩენ თავს, დაახლოებით ათი დღის უკან საღამოს ჩემთან მოვიდა შავი დაბურულმინებიანი ჯიპით ჭაღარა კაცი, რომელმაც ელიავას სკვერთან სექსისთვის წამიყვანა, 50 ლარი გადამიხადა, მერე კი მითხრა, იქნებ შენი უფლებების დასაცავად უფრო აქტიურად იბრძოლო და 17 მაისს ქუჩაში გამოხვიდე შენს მეგობრებთან ერთადო.  მანვე შემომთავაზა გორში ჩასვლა და ტელეკომპანია „თრიალეთთან“ აქციის გამართვა. მე ზიზი და სხვა ჩემი მეგობრები დავითანხმე, ამ პიროვნებამ მომიყვანა ტაქსი, ვერცხლისფერი ფურგონი QVV 504 და გორში აქციაზე გავემგზავრე. გორის შესასვლელში პატრულის მანქანა გველოდებოდა, პატრულის ეკიპაჟებმა ჩამოგვაცილეს თბილისშიც ამის შემდეგ ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა „ევრაზიული არჩევანი“  მე გისახელებთ კონკრეტულ გვარს შოთა აფხაიძე,17 მაისს აქციის მოწყობის სანაცვლოდ მიხდიდნენ 40 000 ლარს, უნდა დაემზადებიათ პასპორტი და 18 -ში მპირდებოდნენ რომ უცხოეთში გამამგზავრებდნენ, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს, რომ ეს არ გავაკეთო, რადგან ჩვენი ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში აუცილებლად დაგვარბევენ, შეიძლება ვინმე დიღუპოს კიდეც, რასაც აუცილებლად მოყვება საერთაშორისო სკანდალი და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას თავზე გადაგვახევენ, ’’-განაცხადა გიორგი ჩხარტიშვილმა „ქრონიკა +“-თან საუბარში.

http://primerinfo.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT