Express News

“ოცნების” წყალტუბოს შტაბის ხელმძღვანელმა რუსთავი 2–ის ვიდეოკამერა დაამტვრია



“ქართული ოცნების” წყალტუბოს შტაბის ხელმძღვანელმა ჯემალ ფანცხავამ, სამოუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის ვიდეოკამერა დაამტვრია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსთავი 2 ის იმერეთის ბიუროს კორესპონდენტმა ედიშერ მუშკუდიანმა განუცხადა. “ჩემი ოპერატორი კადრებს იღებდა, რა დროსაც “ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი ჯემალ ფანცხავა მივარდა და კამერას ხელი დაარტყა, მერე შეეცადა, რაც შეიძლება მეტად დაეზიანებინა.
კამერა არ მუშაობს, არაფრად ვარგა,”–განაცხადა ედიშერ მუშკუდიანმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT