Express News

სასწრაფოდ-თბილისის საკრებულოში შესაძლოა, ირაკლი შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს


თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. 
ამის შესახებ გულიკო ზუმბაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ზუმბაძემ აღნიშნა, საკრებულოს უმრავლესობაში სერიოზული კრიზისია და არ არის გამორიცხული, თბილისის საკრებულოს იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ასევე საკრებულოში შეიქმნას ახალი უმრავლესობა. 
"საკრებულოს თავმჯდომარე სიტუაციას ვეღარ მართავს, მას უმარვლესობა არ გააჩნია. სწორედ ე.წ. რუშჩოვკების" აღდგენის შესახებ მემორანდუმთან დაკავშირებით მან უნდა აიღოს პასუხიმგებლობა, სწორედ მემორანდუმის გამო მე აღნიშნული თანამდებობიდან გადავდგებოდი", - დასძინა გულიკო ზუმბაძემ. 
ამასთან, მისივე თქმით, დადგება თუ არა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის საკრებულოში, ამას დრო აჩვენებს. თუმცა, ზუმბაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოში ახლა არ არის იმის დრო, რომ შეიქმნას ახალი ფრაქციები და ახალ თანბამდებობებზე პირები აირჩეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და საოზგადოება ელოდება კონკრეტულ პროექტებს და ნაბიჯებს ფრაქციებისაგან. 
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შიხიაშვილის მიმართ საყვედურები გამოწვეულია თუ არა ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის ჩავარდით, გულიკო ზუმბაძემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არსებობს სხვა თემებიც. 
"საკრებულოს უმრავლესობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ შესაძლოა, უფრო დემოკრატიულად და ღირსეულად ეწარმოებინა პროცესები. შესაძლებელია, შიხიაშვილი იყოს კომპეტენეტური სხვა სფეროში, მაგრამა რა - საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. 
რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკების აღდგენის პროექტს, შიხიაშვილმა ამ საკითხზე მემორანდუმი არაბ ინვესტროთან გააფორმა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პროექტი არ განხორციელდება. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT