Express News

სასწრაფოდ-საინკასაციო მანქანას, რომელსაც დიდი ოდენობით თანხა გადაჰქონდა ხობში თავს დაესხნენ





„სვის კრედიტის“ კუთვნილ საინკასაციო ავტომანქანას თავს დაესხნენ. შემთხვევა ხობის რაიონში სოფელ ხამისკურში მოხდა. „სვის კრედიტის“ კუთვნილ საინკასაციო ავტომანქანას დიდი ოდენობის თანხა გადაჰქონდა, რომელიც ანაკლიაში მეთხილეებთან შეხვედრაზე კრედიტის სახით უნდა გაეცა. კომენტარს ამ თემაზე ჯერ-ჯერობით არავის აკეთებს თუმცა ცნობილია, რომ თავდამსხმელები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებვულები. მათ საინკასაციო მანქანის დაცვამ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები ადგილიდანი მიიმალნენ. მათ საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება ვერ შეძლეს. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. ამ წუთებში „სვის კრედიტის“ თანამშრომლები პოლიციას ჩვენებას აძლევენ. პარალელურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT