საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე იგორ კორმანს, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოლაი ტომოფტს, პრემიერ-მინისტრ იური ლიანკეს და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრ ნატალია გერმანს შეხვდება.
შეხვედრებზე მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული გზავნილის პრიორიტეტებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის მოლდოვას რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაკხირ დარზიევი და ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძე.