თბილისში 19 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე 19 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, ახალგაზრდა ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.