Express News

ლევან ბერძენიშვილი: პატრიარქს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივაა



საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვას პასუხობს.

„რეპორტიორის" კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს პარლამენტი საპატრიარქოს მოსაზრებას „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის პროექტთან დაკავშირებით, ბერძენიშვილიშემგეგნაირად პასუხობს:

„მეჩვენება, რომ კანონი რა სახითაც  არის, მისაღებია.  წერილი პირადად არ მინახავს, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს ჰყავს პარლამენტის წევრები, რომლებმაც იციან კითხვა. წავიკითხავთ და გავცემთ პასუხს.
კანონის მიღებაზე ეს ვერ მოახდენს გავლენას. პატრიარქს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. თუ მისაღებია კანონი, მივიღებთ. პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ძირითადი პრინციპები უკვე გვაქვს", - განუცხადა„რეპორტიორს" ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მიმართავს პარლამენტს, გადადოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის მოცემული სახით მიღება.

საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ძალადობასა და დისკრიმინაციასრადგანქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა დაურთიერთპატივისცემას ეფუძნება
ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი კონსტიტუციაში არარსებულიცნება "სექსუალური ორიენტაციისადა "გენდერული იდენტობისშემოტანა ხალხში დიდვნებათაღელვას იწვევსრადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრადდაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობითღვთის მცნებებიდან გამომდინარე,მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევსმომაკვდინებელ ცოდვადხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტსთვლის ის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად", - აღნიშნულია განცხადებაში. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT