Express News

როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემის საკითხზე ხვალ დავით უსუფაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს


დეპუტატ როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ საკითხზე ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. 
როგორც დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით უსუფაშვილი პარლამენტის პოზიციას ხვალ დეტალურად განმარტავს. მისივე თქმით, პროკურატურამ ახალაიასთვის  ბრალის წაყენებაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს პარლამენტს კანონის სრული დაცვით მიმართა, რადგან ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. 
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით არსებობს კოლიზია კონსტიტუციასთან მიმართებაში. "ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება სამართლებრივ ჭრილში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT