Express News

"მეცხრე არხი"-ს საინიციატივო ჯგუფი კომუნიკაციების კომისიას მიმართავს


ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზიის გაუქმების გადავადების მოთხოვნით მიმართავენ. აღნიშნული მოთხოვნით კომისიას წერილი გაეგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ 


 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ აკაკი სიხარულიძეს 




 "ბატონო აკაკი, როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 20 მარტს „საქართველოს კომუნიკაციების“ კომისიაში იგეგმება შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიების გაუქმება. მოგეხსენებათ, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა 2013 წლის 19 აგვისტოს ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. ამავე დღის 21:00 საათზე, „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მაყურებლისთვის დაბრუნების მოთხოვნით გარკვეული აქტივობები დაიწყეს „მეცხრე არხის“ 150 ყოფილმა თანამშრომელმა, რომლებმაც შეხვედრასთან და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შპს „აქცეპტის“ მფლობელებს წერილიც გაუგზავნა. სოციალურ ქსელ ფეისბუქში კი შექმნილია გვერდი, სადაც სულ უფრო მეტი ინტერნეტმომხმარებელი ითხოვს „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის აღდგენას. გავრცელდა ასევე პეტიციაც. გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე ჩვენი კომუნიკაცია მფლობელთან ვერ მოხერხდა, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დროებით გადაწიოთ შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიების გაუქმების პროცესი" 


 პატივისცემით, „მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლები რამაზ სამხარაძე „მეცხრე არხის“ განვითარების ყოფილი მენეჯერი რუსუდან წერეთელი „მეცხრე არხის“ ვაშინგტონის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ფოფხაძე „მეცხრე არხის“ ბრიუსელის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT