ტელეკომპანია, „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მთავარი საინფორმაციო გადაცემის თანაწამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, „მაესტროს“ ჟურნალისტებს აქვთ „რამდენიმე წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომ ამ გადაცემას [„ვახო სანაიას რეპორტჟს“] უყურა ბიძინა ივანიშვილმა და ეს [მთავრობის] განცხადება მისი მწვავე რეაქციის შედეგია“
„იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის საქართველოში და ბელგიაში იმყოფება ვიზიტით, დაჩქარებით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ფაქტობრივი მასალა არ იყო მოწოდებული“, უთხრა ჟიჟილაშვილმა 20 მაისს „მაესტროს ცხრიანში“ მიწვეულ რესპონდენტს, პარლამენტარ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც მმართველ კოალიუცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია.
ჩიქოვანმა უპასუხა, რომ ჟურნალისტების ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან დიდი ხანია არ უნახავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც „ძალიან კარგად“ იცნობს.
ჩიქოვანმა თავი არიდა პირდაპირ პასუხს ჟიჟილაშვილის კითხვაზე: ეთანხმება თუ არა მთავრობის განცხადებას, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული „ვახო სანაიას რეპორტაჟი“. თუმცა, პარლამენტარმა აღნიშნა, რომ მთავრობის განცხადებას არ განიხილავს მედიაზე ზეწოლად, რადგან ამ პოზიციით შეივსო ის დისბალანსი, რომელიც სანაიას გადაცემას ახლდა, როცა საუბარი იყო კოალიციის შეუსრულებელ დაპირებებზე. ჟურნალისტებმა არ გაიზიარეს პოლიტიკოსის ეს არგუმენტი, განაცხადეს რა, რომ გადაცემაში ყველა მხარის პოზიცია წარმოაჩინეს.
ნინო ჟიჟილაშვილმა განმარტა, რომ მაესტროს „ძალიან მძიმე გამოცდილება“ აქვს ხელისუფლებებთან ურთიერთობის.
„ნებისმიერ სიგნალზე ჩვენ შეიძლება ვრეაგირებდეთ ადეკვატურადაც. ჩვენ გვახსოვს როგორ დაიწყო 2003 წლიდან მედიის შეზღუდვა, ღმერთმა ნუ ქნას ეს განმეორდეს.“ ჩიქოვანმა უპასუხა, რომ თუ მოქმედი ხელისუფლება, ან ნებისმიერი ხელისუფლება, შეეცდება მედიაზე რაიმე ფორმით ზეწოლას, ის ამას დაუპირისპირდება „როგორც კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი“ როგორც ერთი ადამიანი.“ მაგრამ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, იზიარებს, თუ არა მმართველი კოალიციის კიდევ ერთი წევრის, პარტია „ქართული ოცნების“ ანალოგიურ კრიტიკას „მაესტროს მიმართ“, ჩიქოვანმა უპასუხა, რომ ეს „ მათი [პარტია „ქართული ოცნების“] საქმეა.